Aa
Aa

NBA-ის მატჩების მიმოხილვა

ნიუ ორლეანი - ოკლაჰომა 131 – 122

გამთენიისას ყველა ვარსკლავის უქმეების წინ NBA-ში ბოლო შეხვედრები გაიმართა. ცენტრალური მატჩი ნიუ ორლეანში შედგა, სადაც „პელიკანსმა“ რასელ უესტბრუკის „ოკლაჰომა“ დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში ენტონი დევისმა ტრავმა მიიღო, თუმცა ალვინ ჯენტრის ბიჭებმა წარმატებას მის გარეშეც მიაღწიეს, რაც დიდწილად ჯულიუს რენდლის და ჯრუ ჰოლიდეის დამსახურებაა. აღნიშნულმა დუეტმა ჯამში 65 ქულა დააგროვა.

„ოქეისის“ 44 ქულით უესტბრუკმა ულიდერა. პოლ ჯორჯმა 28 ქულა მიითვალა, ნერლენს ნოელმა კი თავი 22 ქულასა და 13 მოხსნას მოუყარა.

ატლანტა - ნიუ იორკი 91 – 106

ზედიზედ წაგებული 18 შეხვედრის შემდეგ „ნიუ იორკმა“ გამარჯვება მოიპოვა და სტუმრად „ატლანტა“ დაამარცხა.

„ნიქსს“ 19 ქულით დენის სმიტ ჯუნიორმა ულიდერა. ჯენკინსმა და ალენმა თავი 14-14 ქულას მოუყარეს. დოტსონმა 13 ქულა დააგროვა.

„ატლანტას“ რიგებში საუკეთესო 29 წლის ცენტრი, დედმონი, გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა შესძინა. ტრეი იანგმა 16 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა, კენტ ბეიზმორმა კი 16 ქულა ჩააგდო.

ორლანდო - შარლოტი 127 - 89

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები