დიეგო სიმეონემ
Aa
Aa

დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

48 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა, დიეგო სიმეონემ, "ატლეტიკოსთან" ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და "როხიბლანკოსს" საკუთარი მომავალი 2022 წლამდე დაუკავშირა. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ თავად მადრიდულმა გუნდმა გაავრცელა.

სიმეონეს მოქმედი კონტრაქტი 2020 წელს იწურებოდა. ახალი შეთანხმების მიხედვით კი არგენტინელი 2022-მდე დარჩება და კლუბში ყველაზე მაღალი ხელფასი ექნება. ესპანური გამოცემების მიხედვით დიეგო ანაზღაურების სახით უფრო მეტს მიიღებს, ვიდრე "ატლეტიკოს" სუპერვარსკლავი, ანტუან გრიზმანი.

"როხიბლანკოსის" მესვეურების გადაწყვეტილება გასაკვირი სულაც არაა. სიმეონე კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. "ატლეტიკოს" თავკაცის პოსტს იგი შვიდი წელია იკავებს და მადრიდელებს ამდენივე ტიტული მოაპოვებინა.

სიმეონეს ყველაზე საამაყო მიღწევა ესპანეთის ჩემპიონობაა, რომელიც 2013-2014 წლების სეზონში დაისაკუთრაა. არგენტინელი სპეციალისტი უეფას სუპერ თასის ორგზის, "კოპა დელ რეის", ესპანეთის სუპერთასის და ევროპა ლიგის ასევე ორგზის ტრიუმფატორია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები