ნავალოვსკი ბელარუსულ კლუბს დაემშვიდობა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ მინსკის ''დინამო'' დატოვა. ბელარუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.
ნავალოვსკი ბელარუსულ კლუბს გასულ ზაფხულში შეუერთდა, 32 წლის ფეხბურთელმა მინსკის ''დინამოს'' მაისურით 11 მატჩი ჩაატარა (8- ბელარუსიის ჩემპიონატი, 2 - ბელარუსიის თასი, 1 - ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი).

ქართველ ფეხბურთელს ასევე უთამაშია თბილისის ''დინამოში,'' ''ანჟიში,'' ''ვოლგაში,'' ''ხიმკიში,'' ''ნოვოკუზნეცკში,'' ''ტოსნოში.'' რუსეთის არაერთ გუნდში იასპარეზა, თუმცა პრემიერლიგაში მხოლოდ 1 სეზონი გაატარა, 2017-18 წლებში ნავალოვსკი ''სკა ხაბაროვსკის'' ღირსებას იცავდა.
მას ასევე უასპარეზია ბერძნულ ''ვერიაში,'' გორის ''დილაში,'' ბაქოს ''ნეფთჩისა'' და რუსთავის ''ოლიმპში.''
2008 წლიდან მოყოლებული ნავალოვსკიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 35 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაა.

ფოტო: dinamo-minsk.by, Getty Images