''საბურთალოს'' უხვგოლიანი ფრე ბოსნიურ კლუბთან
საქართველოს ჩემპიონმა ''საბურთალომ'' მეორე თურქულ შეკრებაზე ამხანაგური მატჩი ბოსნიურ ''სარაევოსთან'' ჩაატარა. შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. ''საბურთალოში'' სინჯებზე მყოფმა ოგნიენ როლოვიჩმა დუბლი შეასრულა, ხოლო 1 გოლი გურამ გოშთელიანის ანგარიშზეა.
მიმდინარე სეზონში ''სარაევო''19 ტურის შემდეგ ბოსნიის ჩემპიონატს 43 ქულით ლიდერობს.
''საბურთალოსთან'' ერთად 25 წლის მონტენეგროელი ფორვარდი ოგნენ როლოვიჩი ემზადება. მას სამწვრთნელო შტაბი აკვირდება, მისი გუნდში დარჩენის საკითხი გარკვეული არაა. როლოვიჩს ტიტოგრადის ოფკ-ს, მალტური ''ბირკირკარასა'' და ალბანური ''კამზას'' შემადგენლობაში უთამაშია. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში როლოვიჩმა ალბანეთის სუპერლიგის 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
პირველ თურქულ შეკრებაზე ''საბურთალომ'' ამხანაგური შეხვედრები რუმინულ ''ვიტორულთან,'' სერბულ ''ნაპრედაკთან,'' ''პანდევ აკადემიასთან'' და მაკედონიურ ''რაბოტნიჩკისთან'' ჩაატარა. რაც შეეხება მეორე თურქულ შეკრებას, ''საბურთალომ'' პირველი ამხანაგური მატჩი შვედურ ''ესკილსტუნასთან'' ფრედ 1:1 დაასრულა. სკანდინავიურ კლუბთან მატჩს ''სარაევოსთან'' უხვგოლიანი ფრე მოჰყვა.
არველაძის გამარჯვება და გადამწყვეტი მატჩი დუბაიში
ანანიძის სადებიუტო გოლი ''კრილია სოვეტოვში''
ფოტო: fcsaburtalo.ge