ანანიძის სადებიუტო გოლი ''კრილია სოვეტოვში''
თურქულ შეკრებაზე საფეხბურთო კლუბმა ''კრილია სოვეტოვმა'' ყაზახური ''ქაისარი'' 3:0 დაამარცხა. რუსული გუნდის მხრიდან მეორე გოლი სამარული კლუბის ახალწვეულის, ჯანო ანანიძის ანგარიშზეა. საგოლე გადაცემა ალექსანდრ სამედოვმა შეასრულა.

ქართველმა ფეხბურთელმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 76-ე წუთზე შეცვალეს.
ამავე დღეს ''კრილია სოვეტოვმა'' ამხანაგური მატჩი იურმალას ''სპარტაკის'' წინააღმდეგ ჩაატარა და 5:2 მოიგო. ანანიძემ აღნიშნული მატჩი გამოტოვა.

შეგახსენებთ, მოსკოვის ''სპარტაკმა'' ქართველი ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე სამარულ კლუბში გაანათხოვრა. ''კრილია სოვეტოვის'' მთავარი მწვრთნელი მიოდრაგ ბოჟოვიჩია, რომელიც ქართველს ''როსტოვშიც'' ხელმძღვანელობდა.

არველაძის გამარჯვება და გადამწყვეტი მატჩი დუბაიში