გვილიას წარმატებული დებიუტი ბლაშჩიკოვსკის გუნდთან
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ ზაბჟეს ''გურნიკის'' შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურში ''გურნიკმა'' შინ კრაკოვის ''ვისლა'' 2:0 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და შეუცვლელად იასპარეზა.

37-ე წუთზე მასპინძელთა მეორე გოლი ვაკო გვილიას ჩამოწოდებულ კუთხურს მოჰყვა, მცირე რიკოშეტის შემდეგ გვილიას თანაგუნდელმა მატეუშ მატრასმა დუბლი შეასრულა. აღნიშნული ეპიზოდის გარდა გვილია მეტოქის კარისკენ ორჯერ დაარტყა. პირველ შემთხვევაში მის დარტყმას სიზუსტე დააკლდა, მეორე დარტყმისას კი მეკარემ ბურთი მოიგერია.
საინტერესოა, რომ კრაკოვის ''ვისლას'' შემადგენლობაში კუბა ბლაშჩიკოვსკიმ ითამაშა. 33 წლის გამოცდილი მოთამაშე 12-წლიანი განშორების შემდეგ მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.
Jakub Błaszczykowski jest pierwszym zawodnikiem w historii, który zagrał w #Ekstraklasa po występie w finale @ChampionsLeague ????#GÓRWIS 2:0 pic.twitter.com/MoHjuLdpaG
— LOTTO Ekstraklasa (@_Ekstraklasa_) February 11, 2019
შეგახსენებთ, 24 წლის ვაკო გვილია შვეიცარიული ''ლუცერნის'' საკუთრებაა და პოლონურ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით იასპარეზებს.

ვაკო გვილიას გუნდმა სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციიდან ერთი საფეხურით აინაცვლა და მე-14 ადგილზეა, თუმცა მე-15 პოზიციაზე მყოფ პლოცკის ''ვისლას'' ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსის გამო უსწრებს.
Pierwsza kolejka LOTTO #Ekstraklasa w 2019 roku już za nami. Jak uważacie, który zespół pokazał się z najlepszej strony? ???? pic.twitter.com/mOr7mLISvS
— LOTTO Ekstraklasa (@_Ekstraklasa_) February 11, 2019