Aa
Aa

"ჩელსი" სარის დათხოვნის ვარიანტს განიხილავს - ვინ შეცვლის იტალიელს?

პრემიერლიგის გასულ ტურში პეპ გუარდიოლას "სიტიმ" მაურისიო სარის "ჩელსის" გადაურბინა (6:0).
ამ გადარბენამ შესაძლოა იტალიელი სპეციალისტის ლონდონური კარიერა შეიწიროს.

Football Italia-ს ცნობით, "ჩელსის" ხელმძრვანელობა სარის დათხოვნის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.

"არისტოკრატებს" ასეთი სამარცხვინო სხვაობით 1991 წლის შემდეგ არ ჰქონდათ წაგებული და ბუნებრივია, რომ "ეტიჰადზე" განცდილმა კრახმა კლუბზე იმოქმედა.

როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან თავად მოთამაშეები, ეს ცალკე თემაა...

ეს კოშმარული მარცხი გუარდიოლას მიერ ჩამოსართმევად გაწვდილი ხელითა და სარის იგნორირებით დასრულდა.

 

იტალიურ პრესას ესპანური AS-იც ეთანხმება და წერს, რომ "ჩელსი" სარის შემცვლელად 3 კანდიდატს განიხილავს.

ამ მომენტისთვის ყველაზე რეალურ ვარიანტად სარის თანაშემწე ჯანფრანკო ძოლა სახელდება, რომელიც კლუბის ლეგენდაა და სამწვრთნელო გამოცდილებაც გააჩნია. სხვა სპეციალისტების სახელები ამ ეტაპზე არ სახელდება.

იტალიური გამოცემა ვარაუდობს, რომ ძოლას გუნდს სეზონის ბოლომდე ანდობენ და თუ რამე სასწაული შედეგი არ დააფიქსირა, ზაფხულში "ჩელსის" ახალი მწვრთნელი ეყოლება.

ამ მომენტისთვის ლონდონელები სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან და უკვე, მათ მთავარ მიზანს ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში მოხვედრა წარმოადგენს.

ასევე იხილეთ - სრული ტრიუმფის შემდეგ მოჭიდავეები სამშობლოში დაბრუნდნენ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები