Aa
Aa

სრული ტრიუმფის შემდეგ მოჭიდავეები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.

ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა 9 ქართველმა მიიღო  და ჩემპიონობა ცხრავემ მოიპოვა. 

ოქროს მედლები მოიპოვეს: რობერტ დინგაშვილმა (57 კგ.), ედემი ბოლქვაძემ (65 კგ.), ივერი ჯულაყიძემ (70 კგ.), გიორგი სულავამ (74 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ.), ზაურ ბერაძემ (86 კგ.), დემურ მეგენეიშვილმა (92 კგ.), ბექა ჭელიძემ (97 კგ.) და ზურიკო ურთაშვილმა (125 კგ.).

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

გიორგი სულავა კი ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა.

გიორგი სულავა

 

ოთარ თუშიშვილი - 23-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

 

გეგა გეგეშიძე - ფედერაციის პრეზიდენტი

 

ასევე იხილეთ - ლაშა ტალახაძეს მორიგი აღიარება

ცხელი ამბები