ლაშა ტალახაძეს მორიგი აღიარება
Aa
Aa

ლაშა ტალახაძეს მორიგი აღიარება

ლაშა ტალახაძე 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანია.

ძალოსნობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დასრულებულ გამოკითხვაში ქართველმა გოლიათმა 17 800 ხმა მიიღო და ტიტული შეინარჩუნა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, ლაშა ტალახაძემ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები კიდევ ერთხელ მოიგო.

25 წლის სპორტსმენის ანგარიშზე, ოლიმპიურ ჩემპიონობასთან ერთად, 3-3 ევროპისა და მსოფლიოს ოქროს მედალია.  მან 2018 წლის მსოფლიო პირველობაზე 7 მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია წლის საუკეთესო ძალოსანს 1982 წლიდან ავლენს და ტალახაძე ერთადერთი ქართველია, რომელსაც ასეთი პატივი ერგო.

საუკეთესო ქალი ძალოსანი ლიდია ვალენტინი გახდა , რომელმაც 13 000 ხმა მიიღო

ცხელი ამბები