ფლეგმატური ''მაგიური თაგვი'': ''მე არ ვუსმენ მწვრთნელს''

სიახლე 12.02.2019
A+ A- 19:55

შვეიცარიულ ''ციურიხს'' 19 წლის ქართველი ტალანტი ლევან ხარაბაძე ბრწყინვალედ შეეწყო. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას თბილისის ''დინამოდან'' ცნობილ შვეიცარიულ კლუბში გადასულმა მცველმა შვეიცარიის სუპერლიგის სადებიუტო მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა, შემდეგ კი ''გრასჰოპერსთან'' საშინაო შეხვედრაში თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

ვიდრე ''ციურიხი'' ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე კარლო ანჩელოტის ''ნაპოლის'' დაუპირისპირდება, Neue Zürcher Zeitung-ის ჟურნალისტი კრისტინე შტეფენი ''ციურიხის'' ყოფილი ფეხბურთელების, გოჩა ჯამარაულისა და ლადო ახალაიას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს.

გოჩა ჯამარაული, რომელსაც შვეიცარიაში მეტსახელად ''მაგიური თაგვი'' შეარქვეს, ''ციურიხის'' ღირსებას 1999-2002 წლებში იცავდა. მასთან ერთად შვეიცარიულ კლუბში მიხეილ ყაველაშვილი ასპარეზობდა, თუმცა სტატიის ავტორი ყაველაშვილის შესახებ არაფერს წერს.

''ნახევარმცველი, რომელიც გამოიყურებოდა ისე თითქოს კბილი სტკიოდა, საოცრად ნიჭიერი იყო. მას ახასიათებდა ფლეგმატური მანერები და ხასიათი ხშირად ეცვლებოდა. საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებით მწვრთნელებს აგიჟებდა და ისინი ხედავდნენ, რომ ჯამარაული სიზარმაცის გამო ნიჭს ფლანგავდა. მას არ შეეძლო გერმანულ ენაზე საუბარი, თუმცა იცოდა ერთი წინადადება: ''მე არ ვუსმენ გრესს'' (ch höre nicht auf Gress).

სტატიის ავტორი გულისხმობს ჟილბერ გრესს, რომელიც 2000-01 წლებში ''ციურიხის'' მთავარი მწვრთნელი იყო.

2000 წლის 28 მაისს შვეიცარიის თასის ფინალში ''ციურიხმა'' ''ლოზანა'' დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. ''ციურიხის'' მხრიდან პირველი გოლი ჯამარაულმა გაიტანა, პენალტების სერიაში ყაველაშვილმა შანსი გამოიყენა და კლუბმა 24-წლიანი პაუზის შემდეგ შვეიცარიის თასის ფინალში გაიმარჯვა.

''ციურიხი'' შვეიცარიის თასის ფინალში - გოჩა ჯამარაული ქვედა რიგში მარცხნიდან მესამე

გოჩა ჯამარაული გიორგი ტაბიძის გადაცემა ''სპორტის ვარსკვლავებში'' ''ციურიხში'' გატარებულ პერიოდს იხსენებს: ''შვეიცარიაში გატარებული დრო დაუვიწყარია. ასეთი დალაგებული ქვეყანა. ''ციურიხი'' ძალიან ორგანიზებული, ძალიან კარგი გუნდი იყო. შვეიცარიის თასი მოვიგეთ, რაც კლუბისთვის ძალიან დიდი წარმატება იყო.''

 

გოჩა ჯამარაულმა ''ციურიხში'' შვეიცარიის ჩემპიონატსა და უეფას თასზე საერთო ჯამში 102 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი შეაგდო.

''შვეიცარიელები ცივი ხალხი არიან. ქომაგები, ჟურნალისტები თუ კლუბის ხელმძღვანელები ერთ ცუდ თამაშს არ გაპატიებენ. ოთხი წელი მოშვების საშუალება არ გვქონდა. მეოთხე წელს მაყურებელმა ქართული დროშა გამოიტანა. ასე დაგვაფასეს. მაშინ მივხვდით, რომ რაღაცა გაგვიკეთებია.''

 

1999 წლის შემოდგომაზე ჯამარაულმა ბელგიურ ''ლიერსს'' 2 გოლი გაუტანა, 1 გოლი კი ''სენტ. ჯეიმს პარკზე'' ''ნიუკასლს'' შეუგდო (იხილეთ გოლი). ''ნიუკასლთან'' გასვლითი მატჩი კიდევ ერთი ფაქტით იყო გამორჩეული, 84-ე წუთზე მიხეილ ყაველაშვილმა წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დროზე ადრე დატოვა.

გოჩა ჯამარაულის სანაკრებო კარიერიდან რამდენიმე ძალიან დასამახსოვრებელი ეპიზოდის გახსენება შეიძლება. მათ შორისაა ბრწყინვალე საგოლე პასი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან ბულგარეთის ნაკრებთან. ევრო 1996-ის შესარჩევ ციკლში საქართველომ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე სტოიჩკოვის ბულგარეთი 2:1 დაამარცხა. მატჩის პირველივე წუთზე ჯამარაულმა შესანიშნავი საგოლე გადაცემა შეასრულა და შოთა არველაძემ ანგარიში გახსნა.

 

ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი ეპიზოდი, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ინგლისმა ''უემბლიზე'' საქართველოს 2:0 სძლია. ერთ ეპიზოდში გოჩა ჯამარაულმა ცნობილი ინგლისელი მცველი გარი ნევილი შესანიშნავი მოძრაობით ჩამოიშორა.

 

მიხეილ ყაველაშვილმა ''ციურიხის'' მაისურით 87 მატჩში 28 გოლი გაიტანა და შვეიცარიულ კარიერაში ერთადერთი ტიტული სწორედ ''ციურიხთან'' ერთად მოიპოვა. მან ''ციურიხის'' გარდა რამდენიმე შვეიცარიულ კლუბში იასპარეზა. მათ შორის ''ლუცერნში,'' ''სიონში,'' ''არაუსა'' და ''ბაზელში.''

რაც შეეხება ლადო ახალაიას, მან ''ციურიხში'' შესაძლებლობები ვერ გამოავლინა. 2005 წელს თბილისის ''დინამომ'' ახალაია შვეიცარიულ კლუბში ნახევარი სეზონით გაანათხოვრა. მისი შვეიცარიული კარიერა ხანმოკლე და წარუმატებელი გამოვიდა. მან შვეიცარიის სუპერლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და ერთადერთი გოლი ''შაფჰაუზენს'' გაუტანა. სტატიის ავტორი ახალაიას საქმისადმი არაპროფესიული მიდგომის გამო აკრიტიკებს.

მოამზადა დიმა შარიქაძემ

პრემიერლიგის მე-3 ტურში ფრენკ ლამპარდის „ჩელსიმ“ პირველი გამარჯვება მოიპოვა. „არისტოკრატებმა“ „ნორვიჩს“ სტუმრად დრ...

ბუნდესლიგის მე-2 ტურში „შალკესა“ და „ბაიერნის“ მატჩის წინ ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებ გვერდმა გუნდებს შორის გამართული ისტორიულ...

მიუნხენის "ბაიერნს" სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია და რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირებას გეგმავს. ერთ-ერთი მათგანი "ესპანიოლის" ახალგაზ...

მადრიდის "ატლეტიკო" "გრემიოსთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს და ევერტონის შეძენასთან ძალიან ახლოსაა. ამ ინფორმაცია გავლენიანი ესპანური გამოცემა, Marca ავ...

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით "მილანმა" ანხელ კორეას ტრანსფერის თაობაზე "ატლეტიკოს" ახალი წინადადებით მიმართა. "როსონერი" მზადაა არგენტინელი ფეხბურთელ...

CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...

როიგორც ცნობილია უსმან დემბელე "ბარსელონას" სეზონის სტარტზე დააკლდება და ამის მიზეზი "ბილბაოსთან" შეხვედრაში მიღებული ტრავმა გახლავთ. დემბელე მოედანზე...

Mirror-ის ცნობით, ვირჯილ ვან დეიკის აგენტი „ლივერპულთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რის შედეგადაც 28 წლის ჰოლანდიელი მცველის ანაზღაურება კვ...

Goal-ის ინფორმაციით, კრისტიან ერიკსენის მომავალი კვლავ გაურკვეველია და ეს „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს პრობლემებს უქმნ...

CalcioMercato-ს ინფორმაციით პსჟ პაულო დიბალას შესაძენად დეტალებს აგვარებს და ცდილობს არგენტინელი რაც შეიძლება სწრაფად გაიფორმოს. წყაროს ცნობით, პარიზე...

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი წერს, რომ ნეიმარის გარემოცვა უკვე სერიოზულად ღელავს და ფიქრობს იმაზე, რომ ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულს პ...

"ბარსელონა" ლა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას "ბეტისის" წინააღმდეგ გამართავს. "ბლაუგრანას" ლეო მესი უბრუნდება, რომელიც ესპანური პრესის ცნობით მოედანზე და...

დღეს ფერნანდო ტორესმა კარიერის ბოლო შეხვედრა ჩაატარა. „ელ ნინიოს“ „საგან ტოსუ“ ანდრეს ინიესტას „კობეს“ დაუპირისპირ...

ნორვეგიის რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე კლუბმა, „იუნკერენმა" ლიონელ მესი გაიფორმა, თუმცა „ბარსელონას“ ქომაგებს სანერვიულო...

18 წლის იაპონელი ტალანტი ტაკეფუსა კუბო „რეალიდან“ „მალიორკაში“ იჯარის წესით გადავიდა. ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწ...

იტალიის სერია A-ს ახალი სეზონის დებიუტანტი „ლეჩე“ შემადგენლობის გაძლიერებისთვის მუშაობას აგრძელებს და ამჯერად ჯექსონ მარტინესის შეძენაზე ფ...

„რომასა“ და „იუვენტუსს“ შორის დანიელე რუგანის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. როგორც ცნობილია, „ვეკია სინიო...

ესპანურ პრესაში ნეიმარის სამომავლო გეგმები კვლავ აქტუალური თემაა. როგორც მოგეხსენებათ ბრაზილიელი სუპერვარსკლავის საკუთარ რიგებში ხილვა „რეალსა&l...

რეკომენდებული სიახლეები
CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...
23.08.2019
21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ კარიერაში პირველად ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბაედში გააღწია! ბოლქვაძემ ისტორიული გამარჯვება ჩინელ...
24.08.2019
UFC-ის მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა დუბლინის ერთ-ერთ პაბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია. რამდენიმე დღის წინ TMZ Sports-მა ვიდეო გა...
23.08.2019
ნორვეგიის რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე კლუბმა, „იუნკერენმა" ლიონელ მესი გაიფორმა, თუმცა „ბარსელონას“ ქომაგებს სანერვიულო...
23.08.2019
CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...
24.08.2019
დღეს ფერნანდო ტორესმა კარიერის ბოლო შეხვედრა ჩაატარა. „ელ ნინიოს“ „საგან ტოსუ“ ანდრეს ინიესტას „კობეს“ დაუპირისპირ...
23.08.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
23.08.2019
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 5 სექტემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი, თურქეთის ქალაქ სტამბოლში კორეის რე...
23.08.2019
2017 წელს, როცა „ბარსელონამ“ ნეიმარი გაყიდა ესპანელ ჟურნალისტთა ნაწილი შეშფოთდა... ბრაზილიელი ფეხბურთელის გასხვისება და პრობლემები, რომლებ...
23.08.2019
ესპანურ პრესაში ნეიმარის სამომავლო გეგმები კვლავ აქტუალური თემაა. როგორც მოგეხსენებათ ბრაზილიელი სუპერვარსკლავის საკუთარ რიგებში ხილვა „რეალსა&l...
23.08.2019
ბუნდესლიგის მე-2 ტურში „შალკესა“ და „ბაიერნის“ მატჩის წინ ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებ გვერდმა გუნდებს შორის გამართული ისტორიულ...
24.08.2019
უკანასკნელი სიახლეები