ლუის ენრიკემ მისი ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის კლუბიდან წასვლა გამორიცხა
Aa
Aa

ლუის ენრიკემ მისი ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის კლუბიდან წასვლა გამორიცხა

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პეპ გუარდიოლა მას „მანჩესტერ სიტიში“ თამაშს შესთავაზებს, სავსებით შესაძლებელია, რომ მან სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ლუის ენრიკემ გააკეთა და განაცხადა, რომ „ბარსელონას“ გულშემატკივრებს ნერვიულობის საბაბი არ აქვთ და ბუსკეტსი არსად წასვლას არ აპირებს.

„ბუსკეტსი არის ერთ-ერთი იმ მოთამაშეთა შორის, რომლებმაც ამ სეზონში მოედანზე ყველაზე მეტი დრო გაატარეს. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მოთამაშეა იგი ჩვენთვის. გუარდიოლამ მის განვითარებაში რათქმაუნდა უდიდესი როლი ითამაშა, თუმცა ის „ბარსელონას“ განუყრელი ნაწილია და მჯერა, რომ ბუსკეტსი ჩვენთან კიდევ დიდი ხნის მანძილზე ითამაშებს“ - განაცხადა ლუის ენრიკემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები