Aa
Aa

"საუთჰემპტონის" ქომაგები სალას დაღუპვას დასცინოდნენ! დაკავებულია 2 ადამიანი

შაბათს, პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, რომელთაგან ერთ-ერთმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და ეს არასაფეხბურთო მიზეზის გამო მოხდა.

"საუთჰემპტონმა" "კარდიფს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. "წმინდანების" 2 ქომაგი, რომელიც თავიანთი გუნდის ცუდი თამაშის გამო გაბრაზებული იყო, სტუმარ გუნდზე შური უსუსური და არაადამიანური ჟესტით იძიეს.

ხსენებულმა ორმა პიროვნებამ თვითმფრინავის ჩამოვარდნის განსახიერებით ემილიანო სალას დაცინვა დაიწყო.

საბოლოოდ, პოლიციამ ორივე მათგანი დააკავა.

"კლუბი ადასტურებს, რომ მატჩის მიმდინარეობისას მოხდა ჩვენი ორი ქომაგის დაკავება. ისინი პოლიციის განყოფილებაში იყვნენ გადაყვანილნი.

ჩვენ ჰემპშირის პოლიციის განყოფილებასთან ვითანამშრომლებთ და ხსენებული პირების სახეების იდენტიფიცირებას დაველოდებით, რათა ისინი "სენტ მერიზე" არასდროს დაუშვან. ჩვენს გუნდთან ასეთ ქმედებებს არანაირი კავშირი არ აქვს და არც სამომავლოდ ექნება.

კლუბი მაქსიმალურად მკაცრ ზომებს მიიღებს და ამ პიროვნებებს სტადიონზე მოხვედრა სამუდამოდ აეკრძალებათ". - ნათქვამია "საუთჰემპტონის" განცხადებაში.

ასევე იხილეთ - ბრაზილიაში ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრაგიკულ სიკვდილს გლოვობენ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები