Aa
Aa

ბრაზილიაში ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრაგიკულ სიკვდილს გლოვობენ

რიო დე ჟანეიროში ახალგაზრდა ფეხბურთელებს გლოვობენ. საფეხბურთო კლუბ „ფლამენგოს“ სავარჯიშო ბაზაზე გაჩენილმა ხანძარმა 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაზიანება კი სამმა მიიღო, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი, „ფლამენგოს“ ახალგაზრდა მეკარე, კრისტიან ესმერიოა, რომლის დაკრძალვაზეც მისი მეგობრები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.

თინეიჯერი ფეხბურთელი უკანასკნელ გზაზე საფეხბურთო კლუბ „ფლამენგოს“ ჰიმნითა და აპლოდისმენტებით გააცილეს. შემზარავი ტრაგედია Ninho do Urubu-ს საფეხბურთო ბაზაზე დატრიალდა, რომელიც სულ რაღაც ორი თვის წინ გაიხსნა.

ადგილობრივი მედიის ცნობით ხანძარი ერთ-ერთ კონნდიციონერს გაუჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი იმ საცხოვრებელ კომპლექსში გავრცელდა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეძინათ. გარდაცვლილები 14-დან 16 წლამდე ბიჭები არიან. ხანძარი დილის 5 საათსა და 10 წუთზე გაჩნდა. მისი განეიტრალება კი 07:30-ზე მოხერხდა.

ასევე იხილეთ - "საუთჰემპტონის" ქომაგები სალას დაღუპვას დასცინოდნენ! დაკავებულია 2 ადამიანი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები