ქართველი ფორვარდის წარუმატებელი დებიუტი: 2 ყვითელი ორ წუთში
პოლონეთის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში სასნოვეცის ''ზაგლემბეს'' ქართველმა ფორვარდმა გიორგი გაბედავამ ვროცლავის ''შლიონსკის'' წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, თუმცა დებიუტი ძალიან წარუმატებელი გამოვიდა. მთავარმა მსაჯმა ქართველ ფეხბურთელს ორ წუთში ორი ყვითელი ბარათი უჩვენა და 29-ე წუთზე დებიუტანტმა მოედანი დატოვა.
''ზაგლემბეს'' სასტარტო შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ივანიშვილი მოხვდა, რომელიც პოლონურ კლუბში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. შეხვედრა ''შლიონსკის'' გამარჯვებით 2:0 დასრულდა. სასტარტოში მოთამაშე ივანიშვილი 61-ე წუთზე შეცვალეს.
⚽️ Tak wyglądała rozgrzewka naszych piłkarzy tuż przed meczem ze @SlaskWroclawPl
— Zagłębie Sosnowiec (@zaglebie_eu) February 9, 2019
Relacja tekstowa: ➡️ https://t.co/7BaHYwJlp4@_Ekstraklasa_ #SLAZSO pic.twitter.com/xu7h9ybszj
16-გუნდიან ჩემპიონატში გაბედავასა და ივანიშვილის გუნდი 12 ქულით ბოლო ადგილზეა და უშუალო კონკურენტს 5 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, ივანიშვილი და გაბედავა ''ზაგლემბეს'' ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდნენ.
⚽️ W takim składzie rozpoczniemy inauguracyjny mecz drugiej części sezonu @_Ekstraklasa_ ze @SlaskWroclawPl
— Zagłębie Sosnowiec (@zaglebie_eu) February 9, 2019
⬇️ pic.twitter.com/3NR2nx3lMo