''ლოკომოტივი'' ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრება
Aa
Aa

''ლოკომოტივი'' ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრება

საფეხბურთო კლუბი თბილისის ''ლოკომოტივი'' ორკვირიან შეკრებას ესპანეთის ქალაქ ალბირში გაივლის. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი ესპანეთში 9 თებერვლიდან 23 თებერვლამდე მოემზადება.

თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ''ლოკომოტივი'' ამხანაგურ მატჩებს ესპანეთის მესამე ლიგის ''ალკოიანოსთან,'' ჩინეთის მეორე ლიგის ''ჩენჯუ სიტისთან,'' რუსეთის პრემიერლიგის ''უფასთან'' და უზბეკეთის 23 წლამდე ნაკრებთან ჩაატარებს.

''ლოკომოტივი'' ესპანეთში შემდეგი ფეხბურთელებით გაემგზავრება:

მეკარეები: ლუკა შეროზია, დემეტრე ბულისკერია, რევაზ ლომიძე

მცველები: დავით უბილავა, ნიკა ჭანტურია, გიორგი გაბაძე, ალექსანდრე გურეშიზე, თორნიკე ძებნიაური, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ბექა ბუიღლიშვილი, ლუკა ჯაფარიძე

ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, თეიმურაზ შონია, ირაკლი კომახიძე, ლაშა გვალია, თორნიკე კირკიტაძე, რატი არდაზიშვილი, ოთარ კობახიძე, ლუკა კიკაბიძე, რევაზ ინჯგია

თავდამსხმელები: ირაკლი სიხარულიძე, დავით ჯიქია, ლაშა ოზბეთელაშვილი, შოთა შეყილაძე

ფოტო: fcloco.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები