აზაცკი ''ტორპედოში'' ითამაშებს
Aa
Aa

აზაცკი ''ტორპედოში'' ითამაშებს

ოსტრავას ''ბანიკსა'' და ქუთაისის ''ტორპედოს'' შორის მიღწეული შეთანხმებით ოლექსანდრ აზაცკი 2019 წლის ბოლომდე ქუთაისურ კლუბში ითამაშებს. ინფორმაცია ''ტორპედოს'' პრესსამსახურმა დაადასტურა.

25 წლის უკრაინელ მცველს კიევის ''დინამოს'' სარეზერვო გუნდში, ''მეტალისტსა'' და ოდესის ''ჩერნომორეცში'' უთამაშია. აზაცკი უკრაინის 19 და 21 წლამდე ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელია.

აზაცკიმ 2018 წლის ეროვნული ლიგის მეორე ნახევარი ''ტორპედოში'' გაატარა. ყველა ტურნირის ჩათვლით კახა ჩხეტიანის გუნდში 30 მატჩი ჩაატარა. მან ერთადერთი გოლი საქართველოს თასის ნახევარფინალში გაიტანა, ''თელავთან'' მატჩში ''ტორპედომ'' გამარჯვება აზაცკის გოლით მოიპოვა.

ხარაბაძის საგოლე პასი სადებიუტო მატჩში

''დინამოს'' ესპანელი ახალწვეული

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები