''დინამოს'' ესპანელი ახალწვეული
Aa
Aa

''დინამოს'' ესპანელი ახალწვეული

საფეხბურთო კლუბმა თბილისის ''დინამომ'' 26 წლის ცენტრალური მცველი სერხიო ნოჩე დაიმატა.  თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით მხარეებს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

მას ესპანეთის რანგით მესამე ლიგის კლუბებში, ''არანდიანასა'' და ''სან ფერნანდოში'' უთამაშია.

შეგახსენებთ, უცხოელ ფეხბურთელთაგან მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ''დინამოს'' შემადგენლობაში ესპანელი მეკარე ხოსე პერალესი, არგენტინელი ანტონიო როხანო, ალჟირული წარმოშობის აბდელ მეჯუბი, ესპანელი ნახევარმცველი ფრან კარბია და ასევე ესპანელი ვიქტო მონხილი ჩაირიცხნენ. 

ამჟამად თბილისის ''დინამო'' თურქულ შეკრებაზე იმყოფება.

ხარაბაძის საგოლე პასი სადებიუტო მატჩში

აზაცკი ''ტორპედოში'' ითამაშებს

ფოტო: fcdinamo.ge, elcorreodeburgos.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები