Aa
Aa

"ნიუპორტის" მეკარის საქციელი, რომელსაც ბრიტანეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

გუშინ ინგლისში ასოციაციის თასის შეხვედრები გაიმართა. ყველაზე დიდი სენსაცია ლიგა ორის მკვიდრმა „ნიუპორტმა“ გამოაცხო, რომელმაც საკუთარ მოედანზე არც თუ ისე ცუდ ფორმაში მყოფი „მიდლსბრო“ დაამარცხა.

„ნიუპორტისა“ და „მიდლსბროს“ შეხვედრას ბრიტანულ პრესაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უცნაურია მაგრამ მიზეზი თამაშს არ უკავშირდება. ადგილობრივმა ტაბლოიდებმა და ქომაგებმა მასპინძლების მეკარეს შეასხეს ხოტბა.

28 წლის ჯო დეის მეუღლე მატჩის მიმდინარეობისას საავადმყოფოში იმყოფებოდა და წუთი-წუთზე უნდა ემშობიარა. „ნიუპორტის“ გოლკიპერმა ამ მიზეზის გამო „მიდლსბროსთან“ პირველი შეხვედრა გამოტოვა(ცრუ ნიშნები აღმოჩნდა), მაგრამ მეორე დაპირისპირების წინ ნამდვილი პროფესიონალივით მოიქცა, ტელეფონი გამორთო და საკუთარ გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარა.

მატჩის დასრულების შემდეგ დეი გუნდის მთავარ მწვრთნელთან მივიდა და ჰკითხა: „დიდი მადლობა უფროსო! შეიძლება წავიდე?“. „ნიუპორტის“ დამრიგებელს უარი რა თქმა უნდა არ უთქვამს.

 

სამწუხაროდ 28 წლის ფეხბურთელს დააგვიანდა. მას ტყუპი გოგონები პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ შეეძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები