Aa
Aa

"სასოწარკვეთილი ვარ" - ემილიანო სალას მამის ემოციური განცხადება

ემილიანო სალას მამამ, ჰორაციომ, რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ სამძებრო ოპერაციების შედეგად მაშველებმა თვითმფრინავი აღმოაჩინეს, რომელზეც არგენტინელი ფეხბურთელი იმყოფებოდა.

ჰორაციომ მომხდარის შესახებ არგენტინულ გამოცემასთან ისაუბრა და განაცხადა: „ჯერ კიდევ არ მჯერა! ეს ყველაფერი სიზმარია. საშინელი კოშმარი! სასოწარკვეთილი ვარ“.

„ჩემი მეუღლე და ორი შვილი იქ არიან. მათ ყოველდღე ვესაუბრები, მაგრამ იმის გამო, რომ Whatsapp-ის აპლიკაცია არ მაქვს მათთან დაკავშირება არც ისე ადვილია“.

თვითმფრინავი, რომელზეც დევიდ იბბოტსონი და ემილიანო სალა იმყოფებოდნენ რადარებიდან 21 იანვარს გაქრა. მაშველებმა თვითმფრინავის ნაწილებს ლა მანშის სრუტის ფსკერზე იპოვეს. 28 წლის თავდამსხმელისა და პილოტის სხეულის აღმოჩენა ვერ მოხერხდა. დიდი ალბათობით ისინი გარდაცვლილები არიან.

ასევე იხილეთ - ტრიუმფი ნიცაში: 9 მედალი და პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები