ტრიუმფი ნიცაში: 9 მედალი და პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში
Aa
Aa

ტრიუმფი ნიცაში: 9 მედალი და პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში  "ანრი დეგლანის" სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გათამაშება გაიმართა. ქართველმა თავისუფალ სტილით მოჭიდავეებმა 9 მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალია.

ტურნირის ჩემპიონები ოთარ გოგავა (57 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და დავით ხუციშვილი (79 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალს ტარზან მაისურაძე (86 კგ) დაეუფლა ხოლო ბრინჯაოს მედლები ლაშა ლომთაძემ (57 კგ), ზურაბ ერბოწონაშვილმა (74 კგ), მამუკა კორძაიამ (97 კგ) და როლანდ ანდრიაძემ (125 კგ) მოიპოვეს.

გუნდური ჩემპიონობისათვის საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი  საქართველოს ნაკრებს გადაეცა.საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა, მეორე პოზიცია გერმანიამ დაიკავა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძეა.

ცხელი ამბები