დავით მუჯირი ''ვიტ ჯორჯიაში''
Aa
Aa

დავით მუჯირი ''ვიტ ჯორჯიაში''

საფეხბურთო კლუბმა თბილისის ''ვიტ ჯორჯიამ''  20 წლის ქართველი ფეხბურთელი დავით მუჯირი გაიფორმა, რომელიც სფფ-ის გენერალური მდივნისა და ვეტერანი ფეხბურთელის, დავით მუჯირის შვილია.

''ვიტ ჯორჯიას'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით მუჯირი 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ამპლუით ნახევარმცველი ''საბურთალოს'' ასაკობრივ გუნდში გამოდიოდა, შემდეგ კი კარიერა თურქულ ''ანთალიასფორში'' გააგრძელა, რომლის მაისურით თურქეთის სუპერლიგის 19 წლამდე ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო.

თურქული კლუბიდან წამოსვლის შემდეგ მუჯირი მოლდოვურ ''შერიფში'' ირიცხებოდა, თუმცა პირველ გუნდში არ უთამაშია.

ეროვნულ ლიგაში აღზევებული ''ვიტ ჯორჯია'' კიდევ ორი ფეხბურთელით გაძლიერდა. ესენი არიან ვანო კურდღელაშვილი და კახაბერ კაკაშვილი.

ფოტო: ''ვიტ ჯორჯიას'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები