ქართველი ფეხბურთელი მალტაზე
23 წლის ქართველი ფეხბურთელი გეგი კეკუა კარიერას მალტურ პეტას ''ჰოთსპურსში'' გააგრძელებს. ინფორმაციას მალტური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
კეკუას ახალი კლუბი მალტის 14-გუნდიან ლიგაში 10 ქულით მე-12 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
გეგია კეკუამ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ესტონურ ''ვაპრუსში'' გაატარა, რომლის მაისურით 18 მატჩში 3 გოლი შეაგდო.
კეკუა ''ვაპრუსის'' 88-ნომრიან მაისურში

კეკუა 2015-17 წლებში ბათუმის ''დინამოში'' ასპარეზობდა, თუმცა პირველ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.
აღიარება ესტონეთში - 22 წლის ქართველი თვის საუკეთესო გოლის ავტორია