მერებაშვილის ახალი კონტრაქტი
Aa
Aa

მერებაშვილის ახალი კონტრაქტი

საფეხბურთო კლუბ პლოცკის ''ვისლამ'' ქართველ ფეხბურთელ გიორგი მერებაშვილთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი პოლონურ კლუბში 2020 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

CrystalSport-ის ცნობით კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება თუ ფეხბურთელი შემდეგ სეზონში მინიმუმ 12 მატჩს ჩაატარებს.

გამოცდილი ფეხბურთელი პოლონურ კლუბში 2016 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს. მერებაშვილმა ''ვისლას'' მაისურით 81 მატჩში 16 გოლი შეაგდო და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მერებაშვილს თბილისის ''დინამოს'' გარდა ბერძნულ ოფი-ში, ''ვერიასა'' და ''ლევადიაკოსში'' უთამაშია. მისი პირველი უცხოური კლუბი სერბული ''ვოივოდინა'' იყო, რომლის მაისურით 2010-12 წლებში ასპარეზობდა.

ფეხბურთელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 31 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2008 წელს პორტუგალიის ნაკრებთან შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები