სოლ ბამბა: „ზოგიერთ ფეხბურთელს თვითმფრინავით მგზავრობა აღარ სურს"
ემილიანო სალას გაუჩინარების შემდეგ „კარდიფ სიტიმ“ პირველი შეხვედრა გუშინ გამართა და სტუმრად „არსენალს“ დაუპირისპირდა. მატჩის დაწყებამდე გუნდების ქომაგებმა და ფეხბურთელებმა არგენტინელ თავდამსხმელს პატივი მიაგეს. გულშემატკივრებმა ყვითელი ფურცლები აღმართეს და ბანერები გამოფინეს, კლუბების კაპიტნები კი თაიგულებით გამოვიდნენ, რომლებიც მოედნის ცენტრში დააწყვეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ უელსურ გუნდში არსებულ მდგომარეობას სოლ ბამბამ ისაუბრა. ამ უკანასკნელმა BBC-ის საკმაოდ ემოციური ინტერვიუ მისცა და განაცხადა: „სიტყვებით ვერ აღგიწერთ თითოეული ფეხბურთელი რას გრძნობს. საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით. უდიდესი ტრაგედია გადავიტანეთ, რომელმაც გავლენა არა მარტო მოთამაშეებზე, არამედ კლუბზე და ქალაქზე იქონია“.
„ფრენების გამართვა ჩვენც ხშირად გვიწევს და ზოგიერთ ფეხბურთელს თვითმფრინავით მგზავრობა აღარ სურს".
"კლუბმა ყველაფერი გააკეთა, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ. ვფიქრობ მოთამაშეები ტვირთს მომავალ კვირებში მოიშორებენ და სათამაშოდ უკეთესი განწყობით გამოვლენ".
ასევე იხილეთ - გემი-მოჩვენება - "მფრინავი ჰოლანდიელები" და "არამფრინავი ჰოლანდიელი