42 წლის სევასტი თოდუა კარიერას აგრძელებს
Aa
Aa

42 წლის სევასტი თოდუა კარიერას აგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ქუთაისის ''ტორპედოს'' ყოფილი ფეხბურთელი, 42 წლის სევასტი თოდუა ფეხბურთელის კარიერას აგრძელებს. ცენტრალური მცველი, რომელმაც გასული სეზონი ეროვნული ლიგა 2-ის თბილისის ''მერანში'' გაატარა, ''ბორჯომში'' ითამაშებს. ინფორმაციას ბორჯომული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

თოდუას ახალი კლუბი ''ბორჯომი'' საქართველოს რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობს.

მან 2000-01 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩი ჩაატარა.

სევასტი თოდუას შემდეგ კლუბებში უთამაშია: სამტრედიის ''იბერია,'' ''ვიტ ჯორჯია,'' თბილისის ''ლოკომოტივი,'' ქუთაისის ''ტორპედო,'' ელისტის ''ურალანი,'' ''ზესტაფონი,'' რუსთავის ''ოლიმპი,'' ''ზუგდიდი,'' ლანჩხუთის ''გურია,'' ბათუმის ''დინამო,'' ვანის ''სულორი'' და თბილისის ''მერანი.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები