ალვარო მორატამ ბავშვობა გაიხსენა
Aa
Aa

ალვარო მორატამ ბავშვობა გაიხსენა

ალვარო მორატა „მადრიდის ატლეტიკოში“ გადავიდა და  დიეგო სიმეონეს გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. „როხიბლანკოსმა“ 26 წლის შემტევის სანაცვლოდ 9 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ მორატას ტრანსფერი 70.6 მილიონი ფუნტი დაუჯდა. ალვარომ გაცემული იმედები ვერ გაამართლა და „არისტოკრატების“ ქომაგების პატივისცემა ვერ დაიმსახურა.

„ატლეტიკოში“ გადასვლის შემდეგ მორატამ სოციალურ ქსელებში თავისი ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სწორედ „როხიბლანკოსის“ მაისურში გახლავთ გამოწყობილი.

ესპანელი თავდამსხმელი “ვანდა მეტროპოლიტანოზე“ 22 ნომერს დაიბევებს. „ატლეტიკო“ 44 ქულით „ლა ლიგის“ მეორე ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „ტურინის იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები