''საბურთალომ'' სერბული კლუბი დამაჯერებლად დაამარცხა
საფეხბურთო კლუბმა ''საბურთალომ'' პირველ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სერბული ''ნაპრედაკი,'' რომელიც სერბეთის სუპერლიგაში მე-5 ადგილზეა, 3:0 დაამარცხა. გოლები გიორგი კოხრეიძის, ელვინ ტერასა და ინტერს გის ანგარიშზეა.

პირველი გოლისას გეგა დიასამიძემ კოხრეიძის მისამართით ლამაზი საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო ინტერს გის სადებიუტო გოლი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა. რაც შეეხება ელვინ ტერას გოლს, მან მეტოქის ფეხბურთელთა შეცდომით ისარგებლა.
''საბურთალოს'' სასტარტო შემადგენლობა: შელიხოვი, ჩაბრაძე, ცნობილაძე, კაკუბავა, ლაკვეხელიანი, ელვინ ტერა, დიასამიძე, გი, გვარაძე, კოხრეიძე, როლოვიჩი.
პირველ ტაიმში გაგი მარგველაშვილის არყოფნაში ''საბურთალოს'' გრიგოლ ჩაბრაძემ უკაპიტნა.

''საბურთალოს'' შემადგენლობა მეორე ტაიმში: შელიხოვი, მალი, მარგველაშვილი, ჯინჯოლავა, თევზაძე, გორგიაშვილი, ალთუნაშვილი, ვაგნერი, გოშთელიანი, შინდაგორიძე, დვალიშვილი.
''საბურთალოსთან'' ერთად 25 წლის მონტენეგროელი ფორვარდი ოგნენ როლოვიჩი ემზადება. მას სამწვრთნელო შტაბი აკვირდება, მისი გუნდში დარჩენის საკითხი გარკვეული არაა.
როლოვიჩს ტიტოგრადის ოფკ-ს, მალტური ''ბირკირკარასა'' და ალბანური ''კამზას'' შემადგენლობაში უთამაშია. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში როლოვიჩმა ალბანეთის სუპერლიგის 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

საქართველოს ჩემპიონი შემდეგ მატჩს პირველ თებერვალს მაკედონიურ ''რაბოტნიჩკისთან'' გამართავს.
ფოტო/ვიდეო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური, Christine Borg