მარადონა, თუ მესი? ალექს ფერგიუსონმა არჩევანი გააკეთა, რომელიც დაასაბუთა
Aa
Aa

მარადონა, თუ მესი? ალექს ფერგიუსონმა არჩევანი გააკეთა, რომელიც დაასაბუთა

The Times-ის მწერალი ჯონათან ნორკროფტი საკმაოდ საინტერესო მასალას აქვეყნებს.

მესი თუ მარადონა - ამ თემაზე აზრი ორად იყოფა. ქომაგები, თუ პროფესიონალები თავიანთ მოსაზრებას აფიქსირებენ.

ამ კითხვაზე პასუხი ლეგენდარულ შოტლანდიელ სპეციალისტს სერ ალექს ფერგიუსონსაც აქვს.

ნორკროფტი „ლივერპულის“ შოტლანდიელი ექსფეხბურთელის გრემ სუნესისა და სპორტული მიმომხილველის ჰიუ მაკილვანის საუბარს აქვეყნებს, რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონიც გამოეხმაურა.

„კვირას ერთ-ერთი ლანჩისას, მაკილვანი და სუნესი შეკამათდნენ. ჰიუ მარადონას მხარეს იჭერდა, ხოლო გრემი მესის.

სუნესი: „მარადონას წინააღმდეგ ხუთჯერ მითამაშია და გეუბნები, რომ მესი უკეთესია!“

მაკილვანი: „არ მაინტერესებს ვისთან გითამაშია, მარადონა საუკეთესოა!“

ფერგიუსონი მათ დავას გამოეხმაურა და გრემ სუნესის მხარე დაიჭირა:

„ამ შემთხვევაში სუნესის მხარეს ყოფნა მომიწევს. მას ვეთანხმები - მარადონა თავის უმაღლეს დონეზე მხოლოდ რამდენიმე სეზონის განმავლობაში იყო. მესი კი უკვე წლებია სტაბილურად დომინირებს“.

როგორც ხედავთ, სერ ალექსს ამ საკითხთან დაკავშირებით მყარი პოზიცია აქვს.

ბევრის აზრით, მესის მარადონაზე წინ დგომისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სჭირდება, თუმცა მეორე მხარე ამას აუცილებლად არ თვლის.

ასევე იხილეთ - მაკკეის ოჯახმა ემილიანო სალასთან უკანასკნელი მიმოწერა გაასაჯაროვა

მსგავსი სიახლეები