მაკკეის ოჯახმა ემილიანო სალასთან უკანასკნელი მიმოწერა გაასაჯაროვა
ემილიანო სალას გაუჩინარებამ საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. არგენტინელი მოთამაშის ოჯახი სამძებრო-სამაშველო ოპერაციების გაგრძელებას ითხოვს, თუმცა სამართალდამცავების ცნობით მისი ცოცხლად პოვნა პრაქტიკულად გამორიცხულია.
როგორც გაირკვა საბედისწერო ფრენის ორგანიზატორი საფეხბურთო აგენტი, ვილი მაკკეი, გახლდათ. ამ უკანასკნელის თქმით პილოტი დიდი გამოცდილების მქონე დევიდ ჰენდერსონი უნდა ყოფილიყო. ჯერჯერობით უცნობია თვითმფრინავი დევიდ იბოტსონს რატომ ჩააბარეს. ჰენდერსონი კი ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
მაკკეის ოჯახმა სალასთან გამართული მიმოწერაც გაასაჯაროა, სადაც ვილის ერთ-ერთი შვილი, ჯეკი, რომელიც „კარდიფის“ საკუთრებაა, ემილიანოს დეტალების დაზუსტებაში ეხმარება. მაკკეის ოჯახის თქმით მათ ემილიანო შესაძლო პრობლემებთან დაკავშირებით რამდენჯერმე გააფრთხილეს.
შეგახსენებთ, რომ სალა ნანტში თანაგუნდელებთან გამოსამშვიდობებლად გაფრინდა და საბედისწერო უელსში დაბრუნება გამოდგა.
პარასკევი, 18 იანვარი
ჯეკ მაკკეი: „მამაჩემმა მითხრა, რომ ხვალ სახლში მიდიხარ. მას შეუძლია ნანტში პირდაპირი რეისის ორგანიზება ითავოს და ორშაბათს უკან ზუსტად იმ დროს დაბრუნდები, როცა გაწყობს, რათა სამშაბათს „კარდიფის“ ვარჯიში არ გამოტოვო“.
სალა: „შესანიშნავია! ზუსტად ახლა ვამოწმებდი რეისების განრიგს და ვეძებდი იყო თუ არა ხვალ ნანტისკენ ფრენა“.
მაკკეი: „მას შეუძლია ნანტისკენ პირდაპირი რეისის ორგანიზება მოაწყოს“.
სალა: „ფრენა რა ეღირება“?
მაკკეი: „უფასო იქნება. არაფერი ეღირება თუ დაგვეხმარები და გოლებს გაიტან“.
სალა: „ჰაჰაჰა, დიდი სიამოვნებით“.
სალა: „ბევრ გოლს გავიტანთ“.
სალა: „თუ შესაძლებელია, მინდა ნანტში ხვალ 11 საათისკენ გავფრინდე და უკან ორშაბათს, საღამოს 9-ზე დავბრუნდე“.
მაკკეი: „კარგი! მოგწერ, როცა ყველაფერი გაირკვევა“.
კვირა, 20 იანვარი
მაკკეი: „გამარჯობა, შეგიძლია ორშაბათს საღამოს 7 საათზე დაბრუნდე? კარდიფში ჩასვლის შემდეგ პილოტს სახლში წასვლა სურს“.
სალა: „გამარჯობა! 8-ის ნახევარზე მოვახერხებ“.
მაკკეი: „ძალიან კარგი იქნება“.
სალა: „(ბარგისთვის გადაღებულ ფოტოს აგზავნის) შეგიძლია გაარკვიო შევძლებ თუ არა ამ ბარგის თვითმფრინავზე ატანას“?
მაკკეი: „კი, კი“.
სალა: „თვითმფრინავს რაიმე პრობლემა ხომ არ შეექმნება?“.
მაკკეი: „არა! თვითმფრინავზე შენი ბარგისთვის საკმარისი ადგილია“.
სალა: „კარგი“.
ორშაბათი, 21 იანვარი
მაკკეი: „ახლავე დაგირეკავ“.
მაკკეი: „მან თქვა, რომ იგივე კომპანიაა (საუბარი სავარაუდოდ თვითმფრინავს ეხება)“.
სალა: „კარგი, მადლობა“.
ასევე იხილეთ - ტაქტიკური ანალიზი: კაცი, რომელიც შეცდომებზე სწავლობს - კლოპის ორი ტიპის პრესინგი