სხირტლაძემ სლოვაკური გუნდი დატოვა
სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონი ტრნავის ''სპარტაკი'' 25 წლის ქართველმა ფორვარდმა დავით სხირტლაძემ დატოვა. CrystalSport-ის ინფორმაციით ფეხბურთელი გუნდს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დაემშვიდობა.
მიმდინარე სეზონი სხირტლაძემ დანიურ ''სილკებორგში'' დაიწყო, შემდეგ კი სლოვაკურ გუნდში გადავიდა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. გამომდინარე იქიდან, რომ მან მიმდინარე სეზონში 2 კლუბის ფორმა უკვე მოირგო, მხოლოდ იმ ქვეყნის ჩემპიონატში შეუძლია გადასვლა, რომელიც გაზაფხული-შემოდგომის სისტემით იმართება. ერთ სეზონში ფეხბურთელს 3 კლუბში თამაშის უფლება არ აქვს.
სლოვაკური გუნდის გარდა სხირტლაძე ''ორჰუსისა'' და ''სილკებორგის'' ყოფილი მოთამაშეა.
ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობისას სხირტლაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი ჩაატარა.

ფოტო: gff.ge, spartak.sk
ასევე იხილეთ: ''საბურთალომ'' თურქული შეკრება გამარჯვებით დაიწყო