პლიშკოვას სასწაული სერენასთან! - ოსაკამ სვიტოლინა გაანადგურა
Aa
Aa

პლიშკოვას სასწაული სერენასთან! - ოსაკამ სვიტოლინა გაანადგურა

ავსტრალიის ღია პირველობის 2019 წლის გათამაშების მეორე ნახევარფინალური წყვილი კაროლინა პლიშკოვამ და ნაომი ოსაკამ შეადგინეს.

პლიშკოვამ საოცრება ჩაიდინა და სერენა უილიამსს გადამწყვეტი სეტი 1:5-დან შემოუტრიალა, თანაც სერენა მის მოწოდებაზე 40:30 იგებდა, შემდეგ კი ჯამში 4 მატჩ-პოინტი ვერ გამოიყენა. ჩეხი თამაშში დაბრუნდა და ამერიკელ ვარსკვლავს 6:4; 4:6; 7:5 მოუგო.

დღის საწყის მატჩში კი ნაომი ოსაკამ ელინა სვიტოლინას ყოველგვარი პრობლემების გარეშე აჯობა. იაპონელმა მთელი შეხვედრა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და 6:4; 6:1 იმარჯვა.

ოსაკამ გასულ წელს ამერიკის ღია პირველობა მოიგო, AUS OPEN-ის 1/2 ფინალში კი პირველად ითამაშებს. მისი და პლიშკოვას მატჩი ხვალ გაიმართება. მეორე ნახევარფინალში დანიელ როუზ კოლინსი პეტრა კვიტოვას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები