კვლავ სეტის წაუგებლად! - ნადალის 1/2 ფინალური ბარიერი ციციპასია...
Aa
Aa

კვლავ სეტის წაუგებლად! - ნადალის 1/2 ფინალური ბარიერი ციციპასია...

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის მე-2 ნახევარფინალისტი გახდა და აღნიშნულ სტადიაზე ბერძენ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.

ესპანელმა ლეგენდამ, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე სეტი არ წაუგია, ამერიკელ ფრანსის ტიაფოსთან შეხვედრა სრული დომინაციის ფონზე ჩაატარა და მეტოქეს იოლად აჯობა - 6:3; 6:4; 6:2. ტიაფო დიდი სლემის ტურნირის 1/4 ფინალში პირველად თამაშობდა და ტურნირზე განუთესავი იყო.

"კვლავ ამ ტურნირის 1/2 ფინალში გასვლა, ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ამ კორტზე თამაშის შესაძლებლობა კი ყოველთვის განსაკუთრებულია". - განაცხადა მოკლედ ნადალმა.

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის 2009 წლის გათამაშების გამარჯვებულია. იგი ტურნირის შემდეგ რაუნდში შესანიშნავ ფორმაში მყოფ ციციპასს შეხვდება, რომელიც მელბურნის კორტებზე თავს ბრწყინვალედ წარმოაჩენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები