Aa
Aa

შეუდარებელი ჯეიმს ჰარდენი

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი MVP, ჯეიმს ჰარდენი, საოცარ ფორმაში იმყოფება. „ჰიუსტონის“ მსროლელი მცველის შეჩერებას ვერავინ ახერხებს, რაც „მემფისთან“ გამართულ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„დათვების“ წინააღმდეგ ჰარდენმა შესანიშნავად იასპარეზა და პირველ ნახევარში 36 ქულა ჩააგდო. მსგავსი რამ „ჰიუსტონის“ ისტორიაში არავის გაუკეთებია. 29 წლის კალათბურთელმა შეხვედრა 57 ქულით დაასრულა, „როქეთსმა“ კი ჯამში 112 ქულა დააგროვა!

ყველაფერთან ერთად ტეხასელთა მსროლელმა მცველმა კობი ბრაიანტის მიღწევა გააუმჯობესა. ჯეიმსმა 30 ქულაზე მეტი მიჯრით მე-17 შეხვედრაში დააგროვა და ლეგენდარული „შავი მამბა“ უკან ჩამოიტოვა. ჰარდენი უილტ ჩემბერლენის რეკორდს ნელ-ნელა უახლოვდება. ამ უკანასკნელს 30 ქულაზე მეტი ზედიზედ 20 შეხვედრაში აქვს დაფიქსირებული.

„მემფისთან“ მიღწეული გამარჯვება „ჰიუსტონისთვის“ 25-ე აღმოჩნდა. ტეხასელები დასავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილს იკავებენ და შემდეგ შეხვედრას საკუთარ პარკეტზე, „ბრუკლინ ნეთსის“, წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები