Wimbledon-ში ენდი მარეის ქანდაკება დაიდგმება!
Aa
Aa

Wimbledon-ში ენდი მარეის ქანდაკება დაიდგმება!

ენდი მარეიმ პარასკევს გამოაცხადა, რომ ავსტრალიის ღია პირველობა მისთვის ბოლო ტურნირია, კარიერას კი უიმბლდონის დასრულების შემდეგ დაასრულებს. შოტლანდიელმა ვარსკვლავმა ამის მიზეზად თეძოს ქრონიკული ტრავმა დაასახელა.

მარეი AUS OPEN-ის პირველ წრეში რობერტო ბაუტისტა-აგუტს ხვდება და, შესაძლოა, მისი კარიერის ბოლო მატჩი სწორედ ეს გამოდგეს. ენდიმ წელს 2 თამაში ჩაატარა - ჯეიმს დაკვორტს მოუგო, ხოლო დანილ მედვედევთან დამარცხდა.

31 წლის მარეი უიმბლდონის 2 გზის გამარჯვებულია, 1936 წლის შემდეგ იგი პირველი ბრიტანელი ჩოგბურთელია, რომელმაც უიმბლდონი მოიგო, ასევე, პირველი ბრიტანელია, რომელმაც 1977 წლის შემდეგ დიდი სლემის ტიტულის მოპოვება შეძლო.

უიმბლდონის ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ All England Club-ში, სადაც უიმბლდონი ყოველწლიურად იმართება, მარეის ქანდაკება დაუდგას. ამის შესახებ კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ ლუისმა განაცხადა.

ენდი მარეის ATP-ს 45 ტიტული აქვს მოგებული, იგი ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია, ასევე, ავსტრალიის ღია პირველობის 6, ხოლო როლან გაროსის 1 ფინალში აქვს ნათამაშები. 2012 და 2016 წლებში ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი გახდა, იმავე 2016-ში კი მამაკაცთა წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო.

მარეი მსოფლიოს პირველი ჩოგანი რამდენჯერმე გახლდათ, თუმცა ტრავმებმა მის კარიერას სერიოზული დაღი დაასვა და ენდის რამდენიმე ოპერაციის გადატანაც მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები