ვილიანი:
Aa
Aa

ვილიანი: "ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ფეხბურთთან იყო დაკავშირებული"

„ჩელსის“ შემტევის, ვილიანის, შესახებ დოკუმენტური სერიალი გადაიღეს. პირველი ეპიზოდი საწყის ნაბიჯებზე და ფეხბურთის სიყვარულზე გახლდათ ორიენტირებული.

ბრაზილიელმა გარემარბმა საინტერესო დეტალები გაიხსენა. ვილიანი ძირითადად ბავშვობის ისტორიებს შეეხო და სცადა მაყურებლისთვის ეჩვენებინა რამდენად რთული პერიოდის გავლა მოუწია.

„არისტოკრატების“ შემტევის მიერ მოყოლილი ერთ-ერთი ამბავი სკოლის პერიოდს ეხება: „ერთხელ ძალიან ბევრი ვითამაშე, საღამოს დასაძინებლად დავწექი და დილით ფეხზე წამოდგომას ვერ ვახერხებდი. დედაჩემმა გამაღვიძა და მითხრა სკოლაში წავსულიყავი. მისი სურვილის შესრულება დავაპირე მაგრამ არაფერი გამომივიდა. შემდეგ აღმოვაჩინეთ რომ ფეხი მქონდა მოტეხილი. მიუხედავად მიღებული ტრავმისა ფეხბურთის თამაში არ შემიწყვეტია. რატომ?! პასუხი მარტივია! ეს სპორტი სიგიჟემდე მიყვარს“!

ვილიანმა პროგრესს უდიდესი ძალისხმევის შედეგად მიაღწია. მისი წარმატებულ მოთამაშედ ქცევა მშობლებსაც საკმაოდ „ძვირი“ დაუჯდათ.

„ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ფეხბურთთან იყო დაკავშირებული. ყველგან ვთამაშობდი, სადაც შემეძლო. ჩემს სახლში ფანჯარა ბევრჯერ გავტეხე. დედაჩემი მუდამ ახალ ფანჯარას ყიდულობდა და გარემოს ჩვეულ იერს უბრუნებდა, თუმცა ისევ იგივე მეორდებოდა. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლიეთილენის პარკების გამოყენება დაიწყო“.

ვილიანს საკმაოდ რთული ბავშობა ჰქონდა...

„ძალიან ღარიბ ოჯახში გავიზარდე. ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საკვები არ მომკლებოდა“...

ბრაზილიელი ფეხბურთელის პროგრესში უდიდესი წვლილი მამამისმა შეიტანა. ეს უკანასკნელი „ჩელსის“ შემტევს მუდამ მხარში ედგა და სწორი გზის დანახვაში ეხმარებოდა.

„მამაჩემი ხშირად მავარჯიშებდა. მისი დამსახურებაა ახლა მარცხენა ფეხს კარგად რომ ვხმარობ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები