რემზი და
Aa
Aa

რემზი და "იუვენტუსი" - ყველა დეტალი შეთანხმებულია

Mirror-ის ინფორმაციით, აარონ რემზიმ ტურინის „იუვენტუსთან“ ყველა დეტალი შეათანხმა და უელსელი 2019 წლის ივნისიდან „ბებერი ქალბატონის“ წევრი გახდება.

ბრიტანული გამოცემა აქვეყნებს იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ტვიტს, რომელიც წერს, რომ რემზის აგენტი „იუვენტუსის“ დირექტორს შეხვდება და ყველაფერი ამის შემდეგ გაოფიციალურდება.

უელსელი ნახევარმცველის ყოველკვირეული ანაზღაურება „იუვეში“ 140 ათასი ფუნტი იქნება.

“არსენალი“ რემზის სანაცვლოდ 36 მილიონ ფუნტს მიიღებს.

28 წლის ნახევარმცველი „მეთოფეთა“ რიგებში მე-10 სეზონს ატარებს. მის ანგარიშზე 356 შეხვედრაში 62 გოლი და 64 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები