ცხადაძემ კარიერა დაასრულა: ''ტრავმები მენტალურად მებრძოდა''
Aa
Aa

ცხადაძემ კარიერა დაასრულა: ''ტრავმები მენტალურად მებრძოდა''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ბაჩანა ცხადაძემ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. ფრანგული ''ბასტიას'' ექს-ფორვარდმა სოციალურ ქსელში დაწერა: ''საფეხბურთო კარიერა 31 წლის ასაკში დავასრულე, გადაწვეტილების მიღემა რთული იყო, მძიმე ტრავმის შემდეგ ფორმის დაბრუნებისთვის ბევრს ვმუშაობდი, თუმცა ფორმის აღდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. გასული ორი სეზონის განმავლობაში მიკროტრავმები მენტალურად და ფიზიკურად მებრძოდა.''

ბაჩანა ცხადაძემ კარიერის საუკეთესო პერიოდი ბაქოს ''ინტერში'' გაატარა, აღნიშნული კლუბი ამჟამად ''კეშლას'' სახელით ასპარეზობს. აზერბაიჯანში ''ინტერის'' გარდა ''სტანდარდისა'' და ''სიმურგის'' ფეხბურთელი იყო.

ბაჩანა ცხადაძე ბაქოს ''ინტერის'' ყველადროის საუკეთესო ბომბარდირია.

ცხადაძემ კარიერაში 235 მატჩი ჩაატარა და 67 გოლი გაიტანა.

2015 წელს ბაჩანა ცხადაძე ალბანური ''ფლამურტარის'' თავდამსხმელი იყო, გასულ ზაფხულში ფრანგულ ''ბასტიაში'' ჩაირიცხა, თუმცა კორსიკული კლუბის მაისურით მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები