ჯოკოვიჩი:
Aa
Aa

ჯოკოვიჩი: "ბასილაშვილი თავიდანვე გასაოცრად თამაშობდა"

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე 250-იან ტურნირზე, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი 1/4 ფინალურ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილს დაუპირისპირდა და რთული ბრძოლის გადატანა მოუწია. საბოლოოდ "ნოლემ" სამ სეტში 4:6; 6:3; 6:4 იმარჯვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა თამაში კარგად დაიწყო და საწყის პარტიაში სახელოვანი მეტოქე აშკარად დაჯაბნა, რამაც ანგარიშში დაწინაურების საშუალება მისცა და ის 6:4 დაამარცხა.

 

შეხვედრის შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩმა განვლილი დაპირისპირება შეაფასა და ბასილაშვილის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ვფიქრობ, რომ ბასილაშვილი თავიდანვე გასაოცრად თამაშობდა. ველოდი, რომ ის ასე იმოქმედებდა.

ვიცი, რომ ბოლო 10 თვის მანძილზე მან კარიერაში საუკეთესო თამაში აჩვენა. ყოველგვარი ეჭვის გარეშე - ბასილაშვილი დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ჩამწოდებელია (დამრტყმელი)".

ბასილაშვილი ამიერიდან უკვე წლის პირველი დიდი სლემის ტურნირისთვის, ავსტრალიის ღია პირველობისთვის მოემზადება. მელბურნში გასამართი გათამაშება 14 იანვარს დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები