ისკო
Aa
Aa

ისკო "სიტიში"?

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს, პეპ გუარდიოლას, „მადრიდის რეალის“ ესპანელი ნახევარმცველის, ისკოს, გადმობირება სურს. ამ უკანასკნელს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა სანტიაგო სოლარისთან გაფუჭებული ურთიერთობის გამო შესაძლოა „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვება გადაწყვიტოს.

ისკოს სერიოზული პრობლემები აქვს და დიდი ხანია „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ბოლო ტურში „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის დაწყებამდე იგი არც კი გახურებულა, რადგან იცოდა რომ სათამაშო დროს არ მიიღებდა.

ბრიტანული გამოცემების ცნობით ესპანელი ნახევარმცველის ტრანსფერი „ქალაქელებს“ საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ. გავრცელებული ინფორმაციით ფლორენტინო პერესს 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტზე მეტის მიღება სურს. „სიტის“ ისკოს გადმობირება 2013 წელსაც უნდოდა, მაგრამ ესპანელმა კარიერის „ლოს ბლანკოსში“ გაგრძელება არჩია.

გუარდიოლამ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ზამთრის სატრანფერო პერიოდში ახალი კადრების მოყვანას არ აპირებდა, თუმცა როგორც ჩანს ისკოს ფაქტორმა ყველაფერი შეცვალა.

ესპანელი ფეხბურთელი „სამეფო კლუბის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს. „რეალის“ მაისურით მან 168 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე გუნდების კარი 33-ჯერ აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები