რაბიო
Aa
Aa

რაბიო "პსჟ"-ს ტოვებს

ადრიენ რაბიოს პარიზული თავგადასავალი დასასრულს მიუახლოვდა. 23 წლის ნახევარმცველსა და „პსჟ“-ს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები დიდი ხანი მიმდინარეობდა, თუმცა ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა.

ფრანგული გამოცემების ცნობით რაბიო პარიზელებთან ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს და გუნდს 2019 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია „პარის სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა, ანტერო ენრიკემაც, დაადასტურა. Yahoo Sport France-თან საუბრისას ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები შეწყდა და რაბიოს სეზონის ბოლოს პარიზული კლუბის დატოვება სურს.

ადრიენი მაღალი დონის მოთამაშეა და მისი საკუთარ რიგებში ხილვით ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდია დაინტერესებული. ფრანგული პრესის ინფორმაციით რაბიოს გადმობირებას „ლივერპული“, „ტოტენჰემი“ და „იუვენტუსი“ შეეცდებიან. 23 წლის ფეხბურთელის მსურველებს, მასთან მოლაპარაკებების დაწყება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეძლებათ.

რაბიო „პარის სენ-ჟერმენის“ ღირსებას 15 წლიდან იცავს. ძირითად გუნდში მას 146 შეხვედრა აქვს ჩატარებული და თავის გამოჩენა 13-ჯერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები