რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "ვისურვებდი, რომ ერთხელაც მესი სათამაშოდ იტალიაში გადმოვიდეს"

კრიშტიანუ რონალდუმ დუმილი დაარღვია და პრესაში ატეხილი ხმაურის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა საუბარი ლეო მესის შესახებ დაიწყო.

„შესაძლოა მესი ცოტათი მენატრება... მე მითამაშია ინგლისში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ის კი ჯერაც ესპანეთშია. შესაძლოა ლეოს უფრო მეტად ვენატრები.

ჩემთვის ცხოვრება გამოწვევაა. მე მომწონს ის და მომწონს, როდესაც ხალხს ბედნიერს ვხდი.

ვისურვებდი, რომ ერთხელაც მესი სათამაშოდ იტალიაში გადმოვიდეს, მიიღოს გამოწვევა ისევე როგორც მე. თუმცა, თუ ის ესპანეთში ბედნიერია მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ის ფანტასტიური მოთამაშე და კარგი ადამიანია.

მე ესპანეთში არაფერი მენატრება, აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ“.

რონალდუმ წლევანდელი ოქროს ბურთის შესახებაც ისაუბრა და მოდრიჩის გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, ოქროს ბურთს ყოველ წელს ვიმსახურებ, თუმცა თუ ვერ მივიღებ ამის გამო ქვეყნის აღსასრული ნამდვილად არ დადგება. ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

მოედანზე გასამარჯვებლად ყველაფერი გავაკეთე, ციფრები არ ტყუიან. არ იფიქროთ, რომ ჯილდოს ვერმიღების გამო თავს ცუდად ვგრძნობ.

მე შესანიშნავი მეგობრები და ოჯახი მყავს, ვთამაშობ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში. თქვენ ფიქრობთ, რომ სახლში მივდივარ და ვტირი? რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. უფრო მეტ შრომას ვგეგმავ.

ნებისმიერ შემთხვევაში მოდრიჩს ვულოცავ, მან ეს ჯილდო დაიმსახურა. მომდევნო წელს ჩვენ ისევ შევხვდებით და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ კვლავ იქ ვიყო“.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთზე მესისა და რონალდუს 10 წლიანი დომინირების შემდეგ ჯილდო ლუკა მოდრიჩს გადაეცა. პორტუგალიელმა მე-2 პოზიცია დაიკავა, ხოლო არგენტინელმა მე-5.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები