''რეალს'' 20 წლის არგენტინელი სურს - ''რივერის'' პრეზიდენტი მოლაპარაკებისთვის მზადაა
Aa
Aa

''რეალს'' 20 წლის არგენტინელი სურს - ''რივერის'' პრეზიდენტი მოლაპარაკებისთვის მზადაა

არგენტინული საფეხბურთო კლუბის, ''რივერ პლეიტის'' პრეზიდენტის, როდოლფო დ'ონოფრიოს თქმით, მადრიდის ''რეალს'' 20 წლის ნახევარმცველის, ეზეკიელ პალასიოსის შეძენა სურს. სამხრეთამერიკელი ტალანტი, რომლის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში მიმდინარე წლის სექტემბერში შედგა, ამჟამად ''რივერ პლეიტთან'' ერთად მადრიდში იმყოფება და კოპე ლიბერტადორესის ფინალისთვის ემზადება.

როდოლფო დ'ონოფრიო პალასიოსის შესაძლო ტრანსფერის შესახებ მადრიდულ Marca-ს ესაუბრა.

''ფლორენციო პერესთან პალასიოსის შესახებ არ მისაუბრია, თუმცა 20 დღის წინ ''რეალის'' დირექტორი ემილიო ბუტრაგენიო პალასიოსის შესახებ ენცო ფრანჩესკოლის ესაუბრა.

ეკონომიკური თვალსაზრისით ''რივერსა'' და ''რეალს'' შორის დიდი ფინანსური სხვაობაა. აქედან გამომდინარე ფეხბურთელის შენარჩუნება ძალიან რთულია.

ჩვენ მზად ვართ პალასიოსის თაობაზე მოლაპარაკების გასამართად.თუ ფეხბურთელი ''რივერიდან'' ''რეალში'' წავა, ეს ჩვენი პრესტიჟია.''

კითხვაზე რამდენად მზადაა პალასიოსი მადრიდულ კლუბში სათამაშოდ, ''რივერ პლეიტის'' პრეზიდენტი პასუხობს: ''ის მაღალი დონის ფეხბურთელია, თუმცა ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ არგენტინაში კიდევ 1 წელს გაატარებს და შემდეგ დატოვებს კლუბს. მიუხედავად ამისა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. 

თუ ''რეალს'' ნამდვილად სურს პალასიოსი, შეთანხმება როგორც ესპანური კლუბისთვის, ასევე ფეხბურთელისთვის იდეალური იქნება.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები