კურტუამ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა სამეული დაასახელა
Aa
Aa

კურტუამ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა სამეული დაასახელა

ბელგიის ნაკრებისა და "მადრიდის რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ, მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა სამეული დაასახელა. უცნაურია მაგრამ "სამეფო კლუბის" კარის დარაჯის სიაში საოცარ ფორმაში მყოფი დავიდ დე ხეა ვერ მოხვდა.

კურტუას სამეული ასე გამოიყურება - ტერ შტეგენი, ობლაკი, ალისონი.

"ჩემი აზრით მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები სწორედ ხსენებული გოლკიპერები არიან. მათგან ერთს ნამდვილად ვერ გამოვარჩევ, რადგან ბევრი რამ დაცვის ხაზზე და იმ გუნდზეა დამოკიდებული, რომელშიც ასპარეზობენ".

"რა შემეხება მე, ვფიქრობ არაერთხელ დავამტკიცე, რომ მაღალ დონეზე თამაში შემიძლია".

ტერ შტეგენი წლევანდელ სეზონში შესანიშნავად გამოიყურება, "ლივერპულის" ქომაგების იმედები არც ალისონს გაუცრუებია, ხოლო ობლაკი სტაბილურობით გამოირჩევა.

კურტუას საკმაოდ რთული პერიოდი უდგას. ბელგიელს "რეალში" გადასვლის შემდეგ თავი არაფრით გამოუჩენია და ხშირად ქომაგების მხრიდან წამოსული კრიტიკის ობიექტიც ხდება.

მსგავსი სიახლეები