სანდრო კობახიძე:''არსენალში'' ფიქრობენ, რომ პოლტავა სამყაროს დასასრულია?''
Aa
Aa

სანდრო კობახიძე:''არსენალში'' ფიქრობენ, რომ პოლტავა სამყაროს დასასრულია?''

უეფას ევროპა ლიგის 2018-19 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში პოლტავის ''ვორსკლა'' ლონდონის ''არსენალს'' შეხვდება.

უეფამ მატჩისწინა დღეს გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით შეხვედრა პოლტავის სტადიონის ნაცვლად კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

''ვორსკლას'' ქართველი ფეხბურთელი სანდრო კობახიძე ltava.poltava.ua-ს ესაუბრა: ''ვორსკლა'' რომ ცნობილი ევროპული კლუბი იყოს, უეფა მატჩის კიევში გამართვის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. არ ვიცი ''არსენალის'' ფეხბურთელებს რატომ არ სურთ პოლტავაში ჩამოსვლა. შესაძლოა ფიქრობენ, რომ პოლტავა სამყაროს დასასრულია?''

უეფას ევროპა ლიგის E ჯგუფში 4 ტურის შემდეგ ''ვორსკლა'' და ''ყარაბაღი'' 3-3 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. მეხუთე ტურში ''ვორსკლა'' ''არსენალს'' უმასპინძლებს, ხოლო ლისაბონის ''სპორტინგი'' ''ყარაბაღს'' ესტუმრება.

კობახიძემ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა, ლონდონის ''არსენალთან'' შეხვედრაში ითამაშა და შემდეგ მხარი დაიზინა, რის გამოც ფეხბურთს რამდენიმე თვით ჩამოშორდა. ''ვორსკლაში'' ქართველი მცველი ანდრო გიორგაძე ასპარეზობს, რომელსაც ევროპა ლიგაზე არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები