საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე გამარჯვება - ფანტასტიური გიორგი ჩაკვეტაძე
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის დასკვნით ტურში ''დინამო არენაზე'' ყაზახეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჯგუფში 16 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. 6 მატჩში ქართველმა მოთამაშეებმა 12 გოლი შეაგდეს და მხოლოდ 2 გაუშვეს. პირველი ადგილით საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. ამ ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქე უცნობია.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე მატჩის ყველა ბილეთი თამაშამდე რამდენიმე საათით გაიყიდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: ლორია; კაკაბაძე (ხოჭოლავა 86), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 90+3), გვილია (კაჭარავა 74), მერებაშვილი, ყაზაიშვილი

ვლადიმირ ვაისის გუნდიდან გიორგი ჩაკვეტაძე საუკეთესო იყო. 19 წლის ტალანტმა, რომლის შეძენა დღეს გავრცელებული ინფორმაციით იტალიურ ''რომასაც'' სურს, ყაზახეთის წინააღმდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სლოვაკი სპეციალისტის გუნდმა თამაშის ხარისხი მეორე ნახევარში გააუმჯობესა. 59-ე წუთზე ჩაკვეტაძის გადაცემის შემდეგ მერებაშვილმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
⚽️: ???????? საქართველო 1⃣-0⃣ ყაზახეთი ????????
— Georgia (@GeorgianFF) November 19, 2018
⚽️: ???????? #GFF 1⃣-0⃣ @KFF_Team ????????
???? @WislaPlockSA's Giorgi Merebashvili stoops to head home! #GFF #GEOKAZ #NationsLeague pic.twitter.com/JTc00ubkZh
84-ე წუთზე შესანიშნავი მრავალსვლიანი კომბინაცია ვაკო ყაზაიშვილის გადაცემის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე გოლით დაასრულა. აღნიშნული კომბინაციისას აღსანიშნავია ნიკა კაჭარავას ტექნიკური მოქმედება და ეფექტური პასი.
⚽️: ???????? საქართველო 2⃣-0⃣ ყაზახეთი ????????
— Georgia (@GeorgianFF) November 19, 2018
⚽️: ???????? #GFF 2⃣-0⃣ @KFF_Team ???????? @KAAGent's Giorgi Chakvet'adze with yet another memorable moment! #GFF #GEOKAZ #NationsLeague pic.twitter.com/Fen9pzDWQh
მატჩის მიწურულს საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი ჩავარდა. 90-ე წუთზე 20 წლის ორალხან ომირთაიევმა ანგარიში შეამცირა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
⚽️: ???????? საქართველო 2⃣-1⃣ ყაზახეთი ????????
— Georgia (@GeorgianFF) November 19, 2018
⚽️: ???????? #GFF 2⃣-1⃣ @KFF_Team ????????
A 59' Giorgi Merebashvili header & another thunderbolt from Giorgi Chakvet'adze on 84' see #GFF win in their final @UEFAEURO #NationsLeague group game!
Omirtayev scored a consolation on 90' for Kazakhstan. pic.twitter.com/hdSSpR2vSC
ფოტო: gff.ge