შენგელიას ოქტომბრის ტიტული და 16 ქულა გრან კანარიასთან
Aa
Aa

შენგელიას ოქტომბრის ტიტული და 16 ქულა გრან კანარიასთან

თორნიკე შენგელიას კუთვნილი პრიზი, რომელიც ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ გახდომისთვის დაიმსახურა, “ბასკონია” “გრან კანარიას” მატჩის დაწყებამდე  გადასცეს.

ქართველი მძიმე ფორვარდი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27:14 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

შენგელიამ 10-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ეს თამაშის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ბასკონიელებმა შეხვედრა დამაჯერებლად 91:76 მოუგეს. 

“ბასკონიას” 7 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდა და გიორგი შერმადინის “უნიკახასთან” ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.

თოკოს გუნდს მომდევნო მატჩი 25 ნოემბერს, სტუმრად, “მონბუს ობრადოიროსთან” ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები