Aa
Aa

წარმატებული სერია შეწყდა - საქართველომ ანდორასთან ქულები დაკარგა

ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების მოგებათა ოთხმატჩიანი სერია შეწყდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა გასვლით მატჩში ანდორის ეროვნული ნაკრების დამარცხება ვერ შეძლო. საფეხბურთო დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი ტაიმი ჩაკვეტაძის გოლით მოიგეს, რომელსაც ასისტენტობა ოთარ კაკაბაძემ გაუწია.

 

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება სტანდარტული ვითარებისას მოახერხეს. 63_ე წუთზე 41 წლის კრისტიან მარტინესმა საჯარიმო დარტყმა მახვილი კუთხიდან შეასრულა და ბურთი საპირისპირო კუთხეში შეაგდო. უთამაშებელი და უგუნდო გიორგი ლორია აშკარად შეცდა.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში პირველი გოლი ანდორაში გაუშვა, რაც მხოლოდ ლორიას "დამსახურებაა." ვაისის გუნდი ერთა ლიგის დასკვნით ტურში ყაზახეთს "დინამო არენაზე" 19 ნოემბერს უმასპინძლებს.

 ფოტო : gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები