პატო
Aa
Aa

პატო "მილანს" უახლოვდება - "როსონერი" ზამთარში მინიმუმ 2 ტრანსფერს გეგმავს

იტალიური calciomercato-ს ინფორმაციით, "მილანი" ალეშანდრო პატოს დაბრუნებასთან ახლოსაა.

გამოცემა წერს, რომ "როსონერის" ზამთარში მინიმუმ 2 მოთამაშის შეძენა მართებს, რომ შემადგენლობა გააძლიეროს.

"მილანის" სპორტული დირექტორი ლეონარდო სრულ მზადყოფნაშია და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას ელოდება, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

პატოსთან ერთად "როსონერის" მთავარი სამიზნე "ფლამენგოს" 21 წლის ბრაზილიელი ცენტრალური ნახევარმცველი ლუკას პაკუეტა იქნება.

ნიჭიერმა შუახაზელმა "ფლამენგოს" რიგებში 62 შეხვედრაში 13 გოლის გატანა შეძლო და 5 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

2018 წელს ბრაზილიის ნაკრებში მისი დებიუტიც შედგა. პაკუეტას ანგარიშზე უკვე 2 მატჩია.

ტრანსფერმარკეტზე მისი ღირებულება 15 მილიონი ევროა, თუმცა ბრაზილიური კლუბი მას გაცილებით მეტად დააფასებს.

რაც შეეხება პატოს, 29 წლის ექსმილანელი 2017 წლიდან ჩინეთში ასპარეზობს და 58 შეხვედრაში 36 გოლის გატანა შეძლო.

"მილანი" ამჟმად რთულ სიტუაციაში იმყოფება. გაურკვეველია გატუზოს ბედიც. იტალიური პრესა იანვარში მთავარი მწვრთნელის შეცვლასაც ვარაუდობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები