არაბულის მორიგი გოლი უნგრეთის ჩემპიონატში
უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მტკ-მ შინ ''პუშკაშ აკადემია'' 3:2 დაამარცხა. ''პუშკაშ აკადემიას'' ქართველმა ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა გოლი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა 38-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
65-ე წუთზე მასპინძლები მეორედ დაწინაურდნენ. 77-ე წუთზე არაბულის საგოლე გადაცემის შემდეგ კნეზევიჩმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. არაბულმა 90 წუთი ითამაშა.

უნგრეთის 14-გუნდიან ჩემპიონატში ''პუშკაშ აკადემია'' 14 ქულით მე-9 ადგილზეა. არაბულმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.