შესაძლოა მალკომი ზამთარში
Aa
Aa

შესაძლოა მალკომი ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს

ესპანური Mundo-ს ინფორმაციით, „ბარსას“ ბრაზილიელი შემტევი მალკომი ზამთარში კლუბის დატოვებას გეგმავს.

21 წლის ფეხბურთელმა თავის აგენტს აცნობა, რომ თუ უახლოეს შეხვედრებში გუნდში მისი მდგომარეობა არ შეიცვლება, ის იანვარში ტრანსფერზე დაყენებას მოითხოვს.

მალკომი კატალონიელებმა ზაფხულში 41 მილიონის სანაცვლოდ „ბორდოდან“ შეიძინეს.

ერნესტო ვალვერდე ბრაზილიელს ჯერჯერობით საერთოდ არ ენდობა. ტრავმის მოშუშების შემდეგ მალკომი ფაქტიურად ერთი თვეა თადარიგშია და სათამაშო პრაქტიკა არ გააჩნია.

სავარაუდოდ მალკომი უახლოეს მატჩებში შანსს მიიღებს და მისი ბარსელონური მომავალიც გაირკვევა.

ყველას კარგად ახსოვს ხსენებული ტრანსფერის ისტორია, როდესაც „რომას“ მალკომი პრაქტიკულად გაფორმებული ჰყავდა, თუმცა „ბარსამ“ ბოლო მომენტში „ბორდოს“ მეტი შესთავაზა და ფეხბურთელი რომის აეროპორტიდან უკან გამოაბრუნეს.

ამ ყველაფრის ფონზე ცოტა უცნაურია, რომ მას სათამაშოდ დრო არ ეძლევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები